18:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 15:51:09, 1265 ნახვა

მსოფლიო
შმიგალი - რუსებმა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის 10 რეგიონს დაარტყეს, დაზიანებულია 18 ობიექტი

რუსმა ტერორისტებმა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის 10 რეგიონს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

როგორც შმიგალმა Telegram-ზე დაწერა, თავდასხმის შედეგად, 18 ობიექტი დაზიანდა.

"რუსმა ტერორისტებმა კვლავ მასიურად შეუტიეს უკრაინას. მათი მიზანია არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით 10 რეგიონს დაარტყეს, სადაც 18 ობიექტი დაზიანდა. მათი უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია.

7 რეგიონში ასობით დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა. შედეგები შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო, მაგრამ საჰაერო თავდაცვის ძალების გმირული და პროფესიული მუშაობის წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე გასროლილი 50-ზე მეტი რაკეტიდან 44 ჩამოვაგდეთ. მადლობა მებრძოლებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ცას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში დილით მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში.

აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. 

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics