|
2022-10-31 14:02:34, 1341 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - მთავარი დაპირება შესრულდა - რთველი ჩატარდა ორგანიზებულად, მევენახეებმა ყურძენი დააბინავეს და შემოსავალი მიიღეს
„კახეთსა და რაჭაში რთველი, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლეჩხუმში. რამდენიმე დღეში პროცესი მთლიანად დასრულდება. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ რთველი ჩატარდებოდა ორგანიზებულად, ყველა მევენახე სრულად ჩააბარებდა ყურძენს და მიიღებდა შემოსავალს. ეს დაპირება შესრულებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველმა ჩაიარა ორგანიზებულად; კახეთის რეგიონში, დაახლოებით, 21 ათასზე მეტმა მევენახემ 250 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. დაახლოებით 11 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს მევენახეებმა რაჭაში. მთლიანობაში, სახელმწიფოს მხრიდან რთველის მხარდაჭერისთვის მიმართული რესურსი, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა, დაახლოებით, 100 მლნ ლარს შეადგენს. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მევენახეს, რომელმაც გაწია შრომა, რომ მიეღო მოსავალი, გადავუხადო მადლობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ უწყებებს, ვინც ჩართული იყო პროცესში - ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველას, ვინც ჩართული იყო, რათა ჩვენს მევენახეებს საშუალება ჰქონოდათ, ორგანიზებულად, წარმატებულად და შეფერხებების გარეშე ჩაებარებინათ ყურძენი. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა აღინიშნოს - ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების შედეგად, ჩვენ შევძელით, რაც იყო კიდეც დაპირება, რომ კერძო სექტორის ჩართულობა მაქსიმალურად გაგვეზარდა. რაჭაში მოსავლის თითქმის 100% კერძო სექტორმა ჩაიბარა, ხოლო კახეთს რაც შეეხება, დაახლოებით, 75% -ზე მეტი ყურძენი ჩაბარებული იქნა კერძო კომპანიების მიერ. ეს ჯანსაღი პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა იყოს უფრო ნაკლები და კერძო სექტორმა მიიღოს, გადაამუშაოს ყურძენი და აწარმოოს ღვინო. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ღვინის ექსპორტის ზრდას, პოპულარიზაციას, ხელს ვუწყობთ ბაზრების დივერსიფიცირებას, არაერთ მილიონ ლარს ვხარჯავთ, რომ ჩვენი ღვინის პოპულარობა გაიზარდოს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ამ პროცესს გავაგრძელებთ მომავალ წელსაც და უფრო მეტ რესურსებს მივმართავთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ბაზარზე იყოს ჩვენი ქართული ღვინო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)