|
2022-10-31 12:39:40, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინი გეგმავს, რომ 6-თვიანი წვრთნების შემდეგ, სამხედრო სამსახურში ახალგაზრდები გაიწვიოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება და შეეცდება, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები 2023 წელსაც გაგრძელდეს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანაგარიშშია ნათქვამი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინი ნატო-სთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს არ წამოიწყებს, თუმცა მან შეიძლება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით დაიმუქროს, რათა შეაჩეროს დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება. „პირველ რიგში, პუტინი აყენებს პირობებს, რათა გააგრძელოს დასუსტებული რუსული ჯარების ბრძოლა უკრაინაში, ვიდრე შეაჩეროს ოპერაციები ეფექტური სამხედრო ძალების აღსადგენად. მეორეც, პუტინის გამარჯვების თეორია ეფუძნება მკაცრი ზამთრის გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, რუსი დიქტატორი გეგმავს, 4-6 თვიანი წვრთნების შემდეგ, სამხედრო სამსახურში გამოძახებულ რუსი ახალგაზრდების გამოყენებას. ამ გზით, მას შეეძლება შეტევითი ოპერაციების განახლება გაზაფხულის შემდეგ. ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლოდროინდელი ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი გაჩერებას არ გეგმავს და ბრძოლას 2023 წელს გააგრძელებს. ის არ ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ან ესკალაციას, რომელსაც შეუძლია ომის დასრულება საკუთარი პირობებით. ISW ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ზამთრის გავლენას ევროპელების თავისუფლებაზე, რათა გადაწყვიტოს გაგზავნოს თუ არა წვევამდელები უკრაინაში გაზაფხულზე, თუ მიმართოს სხვა მოქმედებებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)