00:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 09:39:35, 1317 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა

რუსთავში, სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

დაშავებული, ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

"გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა 77 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის მიდამოში ნაკბენი ჭრილობა. ჩვენთან ჩაუტარდა ჭრილობის შეხვევა, დამუშავება, გაკერვა. იყო დაყოვნებული მეთვალყურეობის ქვეშ და დღეს დილით სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან. მიეცა ყველა შესაბამისი რეკომენდაცია და იმყოფება ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ", - თქვა ექიმმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, აგრესიული მგლის განეიტრალებმა სამართალდამცავება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოახერხეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics