|
2022-10-30 14:22:34, 1375 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გაანახლოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს გადაწყვეტილება გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი twitter-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, შავი ზღვის გავლით, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას. "რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს შეთანხმება, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას, უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად“, - წერს ჯოსეფ ბორელმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)