|
2022-10-28 17:53:35, 2187 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა თავისი ტერიტორიების ანექსიას აღიარებს
რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინა ანექსირებულ რეგიონებს რუსეთის ნაწილად აღიარებს,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინის მიერ სლოვაკეთში ელექტროენერგიის შეძენა ელექტრორესურსებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპელებისთვის. „ენერგოსტაბილურობამდე მისასვლელი გზა განსხვავებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის მოთხოვნების და მისი შედეგების აღიარება, რაც ჩვენს კონსტიტუციაში უკვე ასახულია. ამის შემდეგ კი ელექტროენერგიის საკითხიც მოგვარდება“, - წერს მედვედევი. ცნობისთვის, უკრაინამ პირველად ელექტროენერგია სლოვაკეთიდან 27 ოქტომბერს შეიძინა. ელექტრორესურსების დეფიციტი ქვეყანაში კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ქვეყნის ელექტრო ინფრასტრუქტრულ ობიექტებზე იერიშები განახორციელა გასული კვირიდან ქვეყნის ბევრ რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგია რეგულარულად ითიშება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)