|
2022-10-28 16:09:03, 938 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს 25 - წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც საქართველოსა და აშშ - ს შორის სტრატეგიული პარტნიორობას, გამოწვევებსა და ახალ სამიზნეებს შეეხებოდა. კონფერენციაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მნიშვნელოვან როლს აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებაში. თავის მისალმებაში, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ - ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. მან მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროექტებით დასტურდება. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში და მოიცვა ეკონომიკის მრავალი სფერო, მათ შორის ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კომუნიკაციები, ინოვაციები და ა.შ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო და აშშ მხარს უჭერენ სტრატეგიულ პარტნიორობას. „ჩვენი კავშირები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. ბუნებრივია, ეს პარტნიორობა გულისხმობს ორ ქვეყანას შორის მუდმივად გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დინამიური სავაჭრო ბრუნვითა და საინვესტიციო მარაგით," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. „აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა მიმოიხილა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და აქცენტი გააკეთა გაზრდილ სავაჭრო ბრუნვასა და განხორციელებულ ინვესტიციებზე. მისი თქმით, აშშ-დან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, შემოიტანა არა მხოლოდ კაპიტალი, არამედ "ნოუ-ჰაუ", რაც ცოდნის გადაცემის და მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა. ვიცე-პრემიერმა, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია უცხოური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის, ტექნოლოგიების შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, საერთაშორისო რეიტინგებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზებზე. მისი თქმით, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-ს მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებსა და ყველა „BB" კატეგორიის ქვეყნებს შორის. „სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონულ და ევროპულ ქვეყნებს შორის. ის განპირობებული იქნება ინფრასტრუქტურული ხარჯებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სტრუქტურული რეფორმებით. 2020-2021 წლებში რთული გარემოს მიუხედავად, საქართველომ მოახერხა საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნება პანდემიამდელ დონეზე. ბოლო მონაცემების საფუძველზე საქართველო ინარჩუნებს BB საკრედიტო რეიტინგს. სანდო პოლიტიკის ჩარჩო დაეხმარა საქართველოს მდგრადობას რეგიონში არსებული ყველა წინა შოკის მიმართ," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და სხვ.
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)