|
2022-10-28 14:46:58, 3099 ნახვა
ეკონომიკა
ველი სთორი - ადგილი, სადაც თქვენი კომფორტ ზონა იწყება
თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც კომფორტი ძალიან უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს სად, როდის ან რა ვითარებაში, ველი სთორი ის ადგილია, სადაც მყუდრო გარემოს ფორმირებისთვის, ყველაზე მცირე დეტალებიდან დაწყებული, მნიშვნელოვანი კომპონენტებით დამთავრებული, ყველა სასურველ ნივთს აღმოაჩენთ. Veli.store - ესაა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ნივთების უსაზღვროდ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ველი სხვადასხვა ვითარებისთვის, სხვადასხვა გარემოსთვის და სხვადასხვა დანიშნულების უამრავი სახეობის ნივთს აერთიანებს. მაგალითად, თუ მეგობრებთან ერთად აგარაკზე წვეულების მოწყობას გეგმავთ, მაღაზიებში სიარულზე დრო შეგიძლიათ აღარ დაკარგოთ, ველიზე გრილის, შამფურების, ერთჯერადი ჭურჭლის, სასმელების და მათი ატრიბუტების, ასევე დროის მხიარულად გასატარებლად, სხვადასხვა გასართობი თამაშების შეძენაც შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ მოულოდნელად დაგეგმოთ რომანტიული ვახშამი და საჭირო ატრიბუტებიც, როგორებიცაა მაგალითად სანთლები, ლუბრიკანტები ან კონდომები დროულად მოიმარაგოთ. ველი ყველანაირ კომფორტს უქმნის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ჰყავთ. ასეთ დროს, საკმაოდ რთულია მაღაზიებში სიარული და მათთან ერთად, სხვადასხვა საჭირო ნივთის შეძენა. განსაკუთრებით რთული კი მაშინაა, თუ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ მათ საკვები გაუთავდათ, თქვენ კი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ. ხოლო, თუ ისეთი ნივთების შეძენაზე მიდგა საქმე, რომლებიც შედარებით მძიმეა, ეს კიდევ უფრო დიდ სირთულედ შეიძლება გექცეთ. მოკლედ, ველის მთავარი ღირებულება, მრავალფეროვანი და თითოეული ნივთის მრავალრიცხოვანი არჩევანის გარდა, კომფორტული და მოსახერხებელი მიტანის სერვისია. მნიშვნელობა არ აქვს რა ნივთის შეძენა გსურთ, იქნება ეს სახის კრემი, წიგნი, ბავშვის სათამაშო, ბლუთუზ ყურსასმენი, სახლის ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი, ჰამაკი თუ ბუჩქის საკრეჭი, ველი სთორის კურიერი მათ სასურველ ადგილზე უფასოდ, თან მხოლოდ 3 საათში მოგიტანთ. უფრო კონკრეტულად კი, ველის აღნიშნული სერვისი თბილისში და მის გარშემო უკვე 15 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Veli.store-ზე წარმოდგენილი პროდუქცია ყველა საფასო კატეგორიის ნივთს აერთიანებს. ვებ-გვერდზე თითოეული ნივთის როგორც ბიუჯეტური ვერსია, ისე პრემიუმ მოდელებია წარმოდგენილი. მასთან ერთად კი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ველი მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებითა და შეთავაზებებით ანებივრებს, რაც კომფორტული შოპინგის გამოცდილებას, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)