04:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 14:28:55, 1009 ნახვა

პოლიტიკა
გახარია „იმედს“ - დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხარეს ივანიშვილი დასვით ან მთლიანად ის, რაც „ოცნებიდან“ დარჩა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელშიც მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული "იმედის" გადამღები ჯგუფი ჩანს.

გახარია "იმედს" მიმართავს და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარს სთავაზობს.

"TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც "ქართული ოცნებიდან" დარჩა", - წერს გახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, გიორგი გახარია გუშინ, 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას გამოეხმაურა.

გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ "კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში". 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics