19:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 12:30:31, 1255 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics