|
2022-10-28 08:58:09, 1178 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი გეგმავს, რომ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნოს
პენტაგონი გეგმავს, რომ უკრაინას 275 მილიონი დოლარის იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით განუცხადეს, გადაწყვეტილება პარასკევს გამოცხადდება. მათივე თქმით, აშშ-ის დახმარება ძირითადად მიმართულია არსებული იარაღის სისტემების აღსადგენად, მათ შორის მაღალი მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემების, როგორიცაა HIMARS, რომელსაც უკრაინა წარმატებით იყენებს კონტრშეტევაში. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებული შტატები რეგულარულად უწევს უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. 21 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 25 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის დასახმარებლად. 1 ოქტომბერს ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს „2023 წლისთვის უკრაინისთვის გამოყოფისა და დამატებითი თანხების გამოყოფის გაგრძელების შესახებ“, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის ორივე პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)