06:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 23:03:12, 878 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს

საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯარო მოხელის, რომელიც პასუხს აგებს კანონის უზენაერობასა და დემოკრატიაზე და ეს ეხება მედიის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას.
...მე ძალიან მიკვირს, რომ მთავრობაში გონიათ, რომ ჩვენთან ყველა ბრმა არის ევროკავშირში და ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პროცესები მიდის საქართველოში და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება ხდება იარაღი იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ თავისუფალ მედიაზე. და ეს ევროკავშირის სამომავლო კანდიდატობა არის პასუხისმგებლობა ასევე მოსამართლეების, რომლებმაც უნდა გამოიტანონ სათანადო გადაწყვეტილება. თუ არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს სამომავლოდ, ეს იქნება ყველას ბრალი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics