|
2022-10-27 21:39:14, 1212 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთს საბოლოოდ მოუწევს თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე
დასავლეთს საბოლოოდ მოუწევს თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მსოფლიო ბატონობის თამაში საშიში, სისხლიანი და ბინძურია. ”დარწმუნებული ვარ, რომ მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს საბოლოოდ მოუწევთ თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე, მსოფლიო ბატონობა არის ის, რაზეც ე.წ. დასავლეთი ფსონს დებს თავის თამაშში, მაგრამ ეს თამაში საშიში, სისხლიანი და ბინძურია“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)