05:10 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 08:53:19, 1667 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მსოფლიო ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ. 

„რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, არის ტერორისტი ყველაფერში და იმსახურებს მასზე ყოველდღიურ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლას. მადლობელი ვარ იმ ლიდერებისა და იმ პოლიტიკოსების, ვინც ესმით და უზრუნველყოფდა ამას. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ პოლონეთის სენატის, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რუსეთი ოფიციალურად აღიაროს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მიერ - თავად რუსეთი ალტერნატივებს არ ტოვებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ", რომელშიც პირველად აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად.

18 ოქტომბერს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციაში მმართველი რეჟიმი ტერორისტულად აღიარა.

26 ოქტომბერს პოლონეთის სენატმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. კერძოდ, სენატი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად და სრული მხარდაჭერა აღმოუჩინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის დანაშაულებებს უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics