|
2022-10-26 11:28:32, 823 ნახვა
საზოგადოება
„ყველა მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა“ - სამ ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ სამი ობიექტი გამოავლინა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს სამშენებლო ობიექტების ინსპექტირებას. „როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით იქნება განხორციელებული, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მონიტორინგის შედეგად, გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. ერთი ობიექტი ისანში, ჭიჭინაძის ქუჩა N2ბ-ში მდებარეობს და მას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს დარღვევები. მეორე ობიექტიც ისნის რაიონშია, ახალუბნის ქუჩა N11-ში. მესამე კი, დიდ დიღომში, დოესის ქუჩა 22/5-ზე მიმდინარე მშენებლობაა. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, შეჩერების აქტი ჩაბარებულია და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშენებლო ობიექტების პასუხისმგებელ პირებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს. „თქვენ იცით, ამას რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში დაცული. მათი ხელმძღვანელებიც პირდაპირ ვალდებული არიან, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მუნიციპალურ ინსპექციას და ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, რომ მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი გააგრძელონ, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)