18:44 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 11:02:11, 1617 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.  

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების განხილვა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, რაც თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკის მოდელის აღსრულების ინსტრუმენტს და ნარჩენების მართვის მაღალ სტანდარტს წარმოადგენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა კონფერენციის მონაწილეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებით, ცირკულარული ბიზნესების შექმნა-განვითარების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის განვითარებით ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილების მნიშვნელობის საკითხებს.   

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics