11:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 09:35:46, 1267 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინცორმაციას „Европейская правда“ ავრცელებს.

გერმანიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შტაინმაიერს და ზელენსკის სურთ მოუწოდონ პარტნიორობებს დაეხმარონ უკრაინას და ასევე დაეხმარონ იქ მცხოვრებ ხალხს ზამთრის გადატანაში.

ამასთან აღსანისნავია, რომ შტაინმაიერს თავდაპირველად ზელენსკისთან შეხვედრა გასულ ხუთშაბათს სურდა. თუმცა, მან ვიზიტი გადადო, რადგან საგარეო უწყებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც ფედერალურ პოლიციას და სხვა ხელისუფლებას, აშკარად ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები.

გასულ კვირას ვიზიტის გაუქმების შემდეგ, უკრაინისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა გაჩნდა შტაინმაიერის ვიზიტზე უარის თქმის გამო - უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მის მიღებაზე რუსეთთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობის გამო, სანაცვლოდ კი ფედერალური კანცლერი მოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics