06:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 19:05:49, 1585 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია

რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით აშაბტაჟებდა, ახლა - "ბინძური ბომბით".

„რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა - "ბინძური ბომბით", კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი - არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა”,- განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და  შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს დაუკავშირდა.

თითოეულ მათგანთან შოიგუმ განიხილა „სიტუაცია“ უკრაინაში, რომელსაც „მუდმივი ტენდენცია აქვს შემდგომი, უკონტროლო ესკალაციისკენ“.

საფრანგეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინის მხრიდან იგეგმება შესაძლო პროვოკაცია „ბინძური ბომბის“ გამოყენებით“.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ ვერსიის დასადასტურებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics