|
2022-10-24 17:41:12, 1510 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გააუპატიურეს ქალები, მამაკაცები, ბავშვები - საქმეზე 5 პირია ეჭვმიტანილი
სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვები. - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა ირინა დიდენკომ განაცხადა. მისივე თქმით,ამჟამად სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოში ორის საქმე უკვე განიხილება. "სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს. რაც შეეხება ასაკს, 4-დან 85 წლამდე. სამწუხაროდ, არანაირი გამონაკლისი, კატეგორიები და ასაკობრივი მახასიათებლები, ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი განიცდიდა ასეთ ძალადობას და, სამწუხაროდ არის ბევრი შემთხვევაა“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)