|
2022-10-24 17:40:36, 1644 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება
„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპერების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს, TERMINAL-ში სტარტაპ გრაინდის მომდევნო პანელურ დისკუსიაზე სამი წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება. ესენია: Payze, რომელიც ქართულ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს; Kernel, რომელიც მეეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ასევე, ინდოეთსა და ფილიპინებში; Pulsar AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ამერიკაში მუშაობს. Payze, Kernel და Pulsar AI-ის თანადამფუძნებლები შეხვედრაზე ისაუბრებენ სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მოულოდნელობებსა და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენის გზებზე. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ იმ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების შუაგულში არიან. „საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემამ განვითარების პირველი ეტაპი გადალახა და ახლა უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დღესდღეისობით ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორეს ის არის, რომ ამ მიმართულებით უკვე კარგად გამოცდილმა სტარტაპერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დაბრკოლებისა და შესაძლებლობის შესახებ მოუყვნენ“, - განაცხადა სტარტაპ გრაინდ თბილისის თანა-დირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა. ინფორმაციისთვის, ქართულმა სტარტაპებმა - Payze-მ და Kernel-მა 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ Payze-მ და Kernel-მა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შეძლეს.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)