2022-10-24 16:35:08, 1088 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ხერსონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1-ლი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,