06:52 - 01 May, 2026
|
2022-10-23 19:11:51, 1865 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. "რუსებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს. ოკუპანტებმა ადგილობრივ მრავალსპეციალისტურ რეანიმაციას დაარტყეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ შენობა ნაწილობრივ დაინგრა - დაზიანებულია სახურავი და კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები", - განაცხადა კირილენკომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტები კვლავ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ურტყამენ და პანიკის დათესვას ცდილობენ. "ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა!" - თქვა კირილენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)