|
2022-10-23 10:31:40, 1662 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ შეწყვიტა ელექტროენერგიის ექსპორტი, მაგრამ იმედოვნებს, რომ გაძლებს იმპორტის გარეშე
რუსული სარაკეტო თავდასხმების გამო, რამაც უკრაინის ელექტრო ქსელები სერიოზულად დააზიანა, კიევი იძულებული გახდა 11 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ექსპორტი შეეწყვიტა. უმაღლესი რადას ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსმა განაცხადა, რომ ეს აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის. "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ეს ელექტროენერგია უკრაინელ მომხმარებელს, თუნდაც წყვეტილი, მაგრამ ისე, რომ დღის უმეტეს საათებში ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს ელექტროენერგია. და ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, რადგან ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა გერუსმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინა არც ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს. გერუსმა დასძინა, რომ უკრაინას ექსპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯარიმები არ ემუქრება. "არავითარი ჯარიმა არ დაწესდება. ჯარიმები და, იმედი მაქვს, რეპარაციები დაწესდება რუსეთის ფედერაციაზე", - განაცხადა ანდრეი გერუსმა. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ ნაწილობრივ აუნაზღაურონ ევროპას რუსული ენერგომატარებლების დანაკარგი ელექტროენერგიით მიწოდებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)