08:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 21:47:18, 1279 ნახვა

პოლიტიკა
სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

ახალი იუსტიციის სახლი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსასა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ათას მოქალაქეს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470-მდე სერვისს შესთავაზებს.
 
სუფსის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილე ერეკლე ღვინიანიძესა და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებებზე.
 
მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი უზურუნველყოფს.
 
ფილიალების მშენებლობები მიმდინარეობს ზესტაფონში, თერჯოლაში, სამტრედიაში,  ხაშურსა და ახმეტაში; მცხეთასა და საგარეჯოში კი, უკვე დაწყებულია საპროექტო და წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics