|
2022-10-21 19:16:02, 1605 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.- ამის შესახებ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი. "ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი, ასევე განვიხილავთ, როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის მასობრივი დაბომბვა დაიწყო. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს კამიკაძეე დრონებით დაესხა თავს, რისშედეგადაც ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. 18 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, ნიკოლაივი დაჟიტომირი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)