|
2022-10-21 13:07:41, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ამჟამად, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა
ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ამჟამად, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 21 ოქტომბრის მიმოხილვაშია ნათქვამი, ბელარუსის არმია ინარჩუნებს მინიმალურ უნარს რთული ოპერაციების განსახორციელებლად. "ამ დროისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა დამატებითი ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობა ბელარუსში გადაიყვანოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეაგროვოს საბრძოლო მზადყოფნა ამ რაოდენობით, იმის გამო, რომ მისი ძალები უკვე არიან ჩართული უკრაინაში. ბელარუსის არმია კი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს მინიმალურ უნარს რთული ოპერაციების განსახორციელებლად. ასე რომ, ეს განცხადებები შეიძლება იყოს რუსეთ-ბელორუსული ერთიანობის დემონსტრირების მცდელობა, რათა დაარწმუნოს უკრაინა და გაიყვანოს მეტი ძალები ჩრდილოეთ საზღვრების დასაცავად“, - ნათქვამია მიმოხილვაში. ცნობისთვის, ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად იღებენ მოწვევებს, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში "მონაცემების დასადგენად" გამოცხადდნენ. თუმცა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება და ეს „სტანდარტული შემოწმებაა“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)