|
2022-10-20 22:15:11, 1762 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს
უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს. „სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ. შეიძლება, აღმოვჩნდეთ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვისხდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვებით. ეს პრობლემაა. მაგრამ ჩვენ დავჯდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე. ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას . თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც . დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)