21:02 - 08 May, 2026
|
2022-10-20 14:50:56, 1321 ნახვა
მსოფლიო
გერმანია გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს
გერმანია 2023 წლის გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის ფარგლებში, გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების ორი ძირითადი ადგილიდან ერთ-ერთი გახდება. „ამგვარად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საწვრთნელი მისიის შექმნის შესახებ 17 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მოსამზადებლად ორი ოპერატიული ცენტრი გერმანიასა და პოლონეთში განლაგდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)