|
2022-10-18 18:10:46, 1510 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა
პრაღაში ევროკავშირის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა დღეს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრი ჩეხეთის დელეგაციას მოადგილეებთან ერთად შეხვდა. დოკუმენტს რატი ბრეგაძემ და ჩეხმა კოლეგა პაველ ბლაჟეკმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში რეფორმისა და ციფრული მმართველობის მხარდაჭერის; ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ეფექტიანი მართვის; სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით. რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების დამყარება პარტნიორებთან ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეფორმების გაგრძელება, სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ელექტრონული მმართველობის პროგრესი. იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისათვის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ევროინტეგრაციის, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. „დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლის შესრულების შემდეგაც ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს ეს პირობები. შესაბამისად, მე ამ წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას გადავცემ ევროკომისარს. მე, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს", – აღნიშნა პაველ ბლაჟეკმა. შეხვედრის დასასრულ, რატი ბრეგაძემ ჩეხ კოლეგასთან ერთად საქართველო-ჩეხეთის სამართლებრივი ფორუმის შექმნის ინიციატივაც განიხილა, რომელსაც ყოველწლიურად მონაცვლეობით თბილისი და პრაღა უმასპინძლებს.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)