10:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 12:26:46, 1200 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენას განიხილავენ

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ.

,,ეხოკავკაზის" ცნობით, ამის შესახებ სოხუმში, რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

„აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი ამ ფორმატის მუშაობის განახლებით, რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების კოორდინაციის პროცესი მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

,,ეხოკავკაზის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო  IPRM ფორმატში საქმიანობის განახლების შესაძლებლობას ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დავალებით განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics