|
2022-10-18 10:46:03, 1355 ნახვა
მსოფლიო
კანადამ რუსეთის 34 პროპაგანდისტს სანქციები დაუწესა - სიაში თინა კანდელაკიც მოხვდა
კანადამ სანქციები დააწესა რუსეთის 34 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეობენ „რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში“. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სანქციებში მოხვდა პროპაგანდისტი მედია მენეჯერი თინა კანდელაკი, გაზეთ Moskovsky Komsomolets-ის მთავარი რედაქტორი პაველ გუსევი, პირველი არხის საინფორმაციო პროგრამების დირექტორი კირილ კლეიმენოვი, ტელეწამყვანი ანდრეი კონდრაშოვი, ნაილია ასკერ-ზადე, ანატოლი კუზიჩევი. ოლესია ლოსევა, ანდრეი დობროვი, დიმიტრი გუბერნიევი, ჟურნალისტები ალექსანდრე გამოვი და ალექსანდრე კოტსი. გარდა ამისა, სადამსჯელო ზომები შეეხო მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვს, ვლადიმერ მაშკოვს, დიმიტრი პევცოვს, პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადიმერ მედინსკის, როსნეფტის პრესმდივანს მიხაილ ლეონტიევს, ახალი ხალხის პარტიის ლიდერს ალექსეი ნეჩაევს. სანქციები ასევე დაწესდა ტელეკომპანია ზვეზდაზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. ”რუსული რეჟიმის ომი დამოკიდებულია სიცრუეზე და მოტყუებაზე. ის აჩუმებს და აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც გაბედავენ სიმართლის თქმას. რამდენადაც რუსული ადამიანის უფლებების დარღვევა მატულობს, კანადა ზომებს მიმართავს პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მათ გამართლებას”,- განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ. სანქციები ყინავს რუსეთის ნებისმიერ აქტივს კანადაში და კრძალავს კანადურ ფინანსურ ინსტიტუტებს მათთვის მომსახურების გაწევას. სანქცირებულ პირებს კანადაში შესვლა ეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)