22:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 12:00:57, 1150 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს, კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს

მთელი ღამე და მთელი დილა მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე დრონები და რაკეტები თავს ესხმიან მთელ უკრაინას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ე.წ. კამიკაძე დრონებით კიევის დაბომბვას.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

"მტერს შეუძლია თავს დაესხას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გაგვტეხოს. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან დასჯას და მომავალი თაობების გმობას. და ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში კვლავ დაბომბეს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქს თავს ე.წ. კამიკაძე დრონები დაესხნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics