11:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 10:27:09, 1097 ნახვა

პოლიტიკა
ფურცხვანიძე - ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, ძალიან ბევრი დამთხვევაა

ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით. - ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ გვიან ღამით ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმეში ძალიან ბევრი დამთხვევაა.

„ჩვენ ყველა სამუშაოები გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ასევე შემოწმებული აქვთ უკვე ექსპერტებსაც. ამის შემდეგ ალბათ შეამოწმებს ექსპერტიზა, მოდით გამოძიებამ დაადგინოს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა.  

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატოდან მოხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics