|
2022-10-13 17:27:20, 923 ნახვა
საზოგადოება
ჩიხლაძე - ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა - ეს ადამიანი გამოდის და პასუხისმგებლობას მშობლებს აკისრებს
ეს ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა - ეს ახვარი ადამიანი გამოდის და მშობლებს აკისრებს პასუხისმგებლობას, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი, სერგო ჩიხლაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომლითაც მან 13 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მოზარდის მშობლებს დააკისრა. ჩიხლაძის თქმით, "რად გვინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლეს ვერ გადავარჩენთ". "მეც ამ ხნის ბავშვი მყავს და მეზრდება და როგორ წარმოგიდგენიათ, მას რომ რამე დაემართოს, თვალებს გამოვთხრი ამ არამზადას... ეს გამოდის და ვიღაცებზე გადააქვს აქცენტები და ეს მეორე ამილახვარი კი არა, ახვარი მართლა. ეს ახვარი ადამიანი გამოდის და მშობლებს აკისრებს პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, რომ აქ საერთოდ ემოციები შევიკავო. საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსი ვარ თუ ვინ ვარ, ადამიანები უნდა ვიყოთ პირველ რიგში, ადამიანური გული უნდა გვქონდეს და ადამიანურად უნდა ვიყოთ განწყობილი ბავშვებისა და ჩვენი მომავლისადმი. რაზეა საუბარი, საერთოდ რად გვინდა ეს ქვეყანა, თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ და ვიღაც დეგენერატებს თუ შევალიეთ მათი ცხოვრება", - უთხრა "მთავარ არხს" ჩიხლაძემ. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა: "არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკის ახლადრეაბილიტირებულ მრგვალ შადრევანში 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)