|
2022-10-13 16:32:30, 975 ნახვა
საზოგადოება
კახა ოქრიაშვილი - გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!
გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!,- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული "არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება". "გუშინ ბატონმა კალაძემ ზარ-ზეიმით გახსნა ვაკის პარკი. დღეს რეაბილიტირებულ შადრევანში დაიღუპა 13 წლის ბავშვი. არის ეს ერთჯერადი და შემთხვევითი მოვლენა?! - არა! როდესაც ხელისუფლება აქვთ მიტაცებული არაკომპეტენტურ, უცოდინარ, სისტემურ კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებს, ყველა მიმართულებით მომაკვდინებელი ეფექტი გვაქვს და გვექნება! სადაც არ არის დანერგილი თანამედროვე, დემოკრატიული მართვის სისტემები, ყველგან არის უკუსვლა და სიკვდილი! დიახ, კალაძე არის არაკომპეტენტური და კორუმპირებული მერი - მას ავტობუსების შესყიდვებთან დაკავშირებით პასუხი დღესაც არ გაუცია, მაგრამ მოუწევს! ამ ბავშვის სიკვდილი კალაძის და ივანიშვილის კისერზეა. მათ შექმნეს ისეთი საქართველო, სადაც არამარტო მაღალი ძაბვით, არამედ თბილისის ქუჩებში, ყოველდღე ან კრიმინალურ გარჩევებში იხოცებიან ადამიანები, ან შიმშილით კვდებიან, ან გარბიან საქართველოდან! უსწრაფესად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა დამნაშავე და გადადგეს და დაისაჯოს მკვლელი და კორუმპირებული კალაძე!",- ამბობს ოქრიაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)