21:57 - 08 May, 2026
|
2022-10-13 12:09:17, 828 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის მსგავსი შეიარაღებით უკრაინას დაარტყამს
საფრანგეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის მსგავსი შეიარაღებით უკრაინას მიაყენებს დარტყმას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. როგორც მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ერის ფუნდამენტურ ინტერესებს ეყრდნობა და მკაფიოდ არის განსაზღვრული. „უკრაინაზე ბირთვული სარაკეტო შეტევა რომ განხორციელებულიყო, ეს ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა“, - თქვა მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)