|
2022-10-13 11:28:29, 732 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭო - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, გარანტირებულ მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, მესამე მსოფლიო ომამდე გარანტირებულ ესკალაციას ნიშნავს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვენედიქტოვმა განაცხადა. მისი თქმით, კიევს იმედი აქვთ შექმნას საინფორმაციო ხმაური და კიდევ ერთხელ მიიპყრონ ყურადღება საკუთარ თავზე. „კიევს შესანიშნავად ესმის, რომ ასეთი ნაბიჯი ნიშნავს გარანტირებულ ესკალაციას მესამე მსოფლიო ომამდე. როგორც ჩანს, გათვლაც ამაზეა – შეიქმნას საინფორმაციო ხმაური და მოხდეს კვლავ ყურადღების მიქცევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოწყვეტილია რეალობას კიევის რეჟიმის მრავალი წარმომადგენელი, არ გამიკვირდება, თუ ვინმე იქ მართლაც იმედოვნებს მათი ქვეყნის ნატო-ში მიღებას“,- განაცხადა ვენედიქტოვმა. მისივე თქმით, დასავლეთი, უკრაინის დახმარებით კონფლიქტის პირდაპირი მხარე ხდება. „ამ ნაბიჯის თვითმკვლელობითობა ესმით თავად ნატოელებს“,- დასძინა ვენედიქტოვმა. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაჩქარებული წესით წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)