|
2022-10-12 16:17:08, 784 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხუთი პრინციპი წარუდგინა
აზერბაიჯანმა სომხეთს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ხუთი პრინციპი წარუდგინა . - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნისა და დელიმიტაციის თემები. „სრული ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, იქნება თუ არა სომხეთის მხრიდან რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალ შეხვედრაზე ან თუ მათ დამატებითი დრო დასჭირდებათ. თუმცა, ზოგადად არის რამდენიმე მიმართულება, რომელთაგან თითოეული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა წინ წავიწიოთ. ყოველთვის, შეხვედრებზე პირველ რიგში განიხილება სამშვიდობო ხელშეკრულების, კომუნიკაციების გახსნის, დელიმიტაციის თემები. აზერბაიჯანმა წარადგინა უკვე ცნობილი პრინციპები და ხელს უწყობს ამ მიმართულებით მუშაობას“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)