|
2022-10-12 15:48:31, 864 ნახვა
პოლიტიკა
კაკაურიძე რუსეთის ბრალდებაზე - ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია
არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტვირთმა, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაზე გაიარა. კაკაურიძის თქმით, არ არის ვალდებული, ოკუპანტების ბრალდებებს უპასუხოს. "არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ გაიარა, ამ შემთხვევაში, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია", - უთხრა ჟურნალისტებს კაკაურიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. როგორც პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე (FSB) დაყრდნობით წერს, დაკავებულთა შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. FSB-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. "აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი გაიგზავნა ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში. ბულგარეთიდან იგი საქართველოში, ფოთისკენ პორტისკენ, შემდეგ კი სომხეთში გაემართა. გადაცემაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები ციურკალო მიხაილ ვლადიმროვიჩი, კოვაჩი დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები - ინოსარიძე სანდრო, ბროკერი სახელად "ლევანი" და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი", - წერს "რია ნოვოსტი".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)