|
2022-10-12 15:09:49, 619 ნახვა
საზოგადოება
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის დიაბეტის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაფართოვდა - დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში მოხდება - კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში, ენდოკრინოლოგის მიერ ბენეფიციარების ადგილზე მომსახურება მოხდება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად. ბავშვთა ენდოკრინოლოგები ძირითადად დასაქმებულნი არიან დიდ ქალაქებში, რის გამოც რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ექიმთან კონსულტაციისთვის საქალაქთაშორისო გადაადგილება უწევთ. სერვისის ჰიბრიდულ რეჟიმში მიწოდება კი შესაძლებლობას აძლევს პაციენტს სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურება, ადგილზევე, თავის რეგიონში მიიღოს. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული სერვისი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას: • საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა: • გლუკომეტრი; • სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; • შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; • დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; • პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; • ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; • სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა. დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: თბილისი: "ენმედიცი"-თბილისი წინანდლის ქ.N9 შპს. "დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი"-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2 შპს. "დიაკორი"-თბილისი, ლუბლიანას ქ.N5 შპს ჯეო ჰოსპიტალს - თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი -წინანდლის N9-3 ქუთაისი: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი - ჯავახიშვილის N 83ა ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ტ.ტაბიძის 23 ბათუმი: ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64) შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა - ტბ. აბუსერიძის ქ. №2 გურჯაანი: შპს ჯეო ჰოსპიტალს - გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - მარჯანიშვილის ქ. N35 მარნეული: შპს ჯეო ჰოსპიტალს - მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი - რუსთაველის ქ. N112
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)