|
2022-10-12 14:37:35, 759 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებაზე - რუსეთის ФСБ ფეიკ სტრუქტურაა, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება
რუსეთის ФСБ ფეიკ სტრუქტურაა, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება,- ასე გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის სპიკერი, ანდრიი იუსოვი რუსეთის ФСБ-სბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის მიერ იყო მომზადებული. მისი თქმით, ФСБ-სა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა სისულელეა. „ФСБ-სა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყველა საქმიანობა სისულელეა. ეს არის ფეიკ სტრუქტურები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომ, მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ”,- განაცხადა იუსოვმა. ცნობისთვის, რუსეთის ФСБ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე "ტერორისტული თავდასხმის" ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. მათივე ცნობით, რუსეთმა, ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის 5 რუსი, 3 კი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)