|
2022-10-12 10:07:55, 824 ნახვა
მსოფლიო
რეზნიკოვი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T-ის სარაკეტო სისტემები უკვე უკრაინაშია. როგორც რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა, ქვეყანას ამერიკული „ნასამსებიც“ მალე ექნება. „საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. გერმანიიდან IRIS-T-ის სისტემები უკვე აქ არის. ამერიკული NASAMS კი, მალე აქ იქნება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინას ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემის Iris-T SLM პირველი გადასცა. Der Spiegel-ის ცნობით, ეს არის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც გერმანიას აქვს. Iris-T SLM საზენიტო სარაკეტო სისტემა შედგება სამი მანქანისგან: გამშვები სამხედრო სატვირთო მანქანაზე, სარადარო მანქანა და სამეთაურო მანქანა. საზენიტო რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეების დარტყმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე და 40 კილომეტრამდე მანძილზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)