2022-10-11 14:14:33, 1258 ნახვა
სამართალი
სადახლოზე ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ხიზილალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (200 კილოგრამი ხიზილალა) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),