14:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 13:42:22, 918 ნახვა

პოლიტიკა
ღუდუშაური - ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც გვერდით ედგა ქვეყანას, მათთვის მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც წინა ხაზზე გამოვიდა

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა - ამის შესახებ   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. 

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც სახელმწიფოს გვერდით იდგა და მიუღებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც წინა ხაზზე გამოვიდა.

„კანონი, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან მიმართებაში თურმე არ უნდა იქნეს მიღებული, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მათ აწუხებთ არის ის, რომ იერიში მიიტანონ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანზე, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა ქვეყანაში მანამდე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ბატონი ივანიშვილი მანამდეც ამ ქვეყანას გვერდით ედგა და ინსტიტუციებს აძლიერებდა, უბრალოდ მათთვის მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ქვეყანას ექნება დემოკრატიული მომავალი“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics