13:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 21:05:14, 1612 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი - რუსების მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია

რუსების მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია. - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს.

„ეს განურჩეველი დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე არის სამხედრო დანაშაული, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ამგვარი ქმედებისთვის, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე იქნება განხილული". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics