06:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 16:20:17, 951 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტებში ღვინის დღეები აღინიშნება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ფესტივალ „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტები ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გაფორმდა.

მათივე ცნობით, მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და ფესტივალის პროგრამას გადასცემენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება. ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა და 8000 წლიანი წარმოების უწყვეტი ტრადიცია აქვს, ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები აეროპორტშივე ეზიარებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფესტივალის კვირეულისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმა და გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ღვინოები დაურიგა.

TAV GEORGIA-ს ორგანიზებით, ფესტივალის საერთო კონცეფციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც გაფორმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით კი მთელი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამომფრენ უცხოელ ვიზიტორებს მესაზღვრეები ქართულ ღვინოს და ფესტივალის პროგრამას გადასცემენ. „ღვინის დღეები საქართველოში“ 15 ოქტომბრის ჩათვლით 26 ლოკაციაზე აღინიშნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics