15:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 13:32:40, 921 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმზე მუშაობს. აღნიშნული მექანიზმი  რეფერენტული ქვეყნების სიის განსაზღვრას, მედიკამენტების ფასებზე ინფორმაციის შეგროვებასა და მაქსიმალური ზღვრული ფასების გამოთვლას ითვალისწინებს. შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც მედიკამენტების რეალიზაციისას სავალდებულო იქნება. რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკულ და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. აღნიშნული პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ბრძანებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის მიზნით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ივლისში შეიქმნა. მომდევნო ეტაპზე, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და სამუშაო ჯგუფი, დაგეგმილ ცვლილებს მათთან ერთად განიხილავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics