|
2022-10-10 12:40:43, 1700 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან ჩვენს მიწაზე მოიტანა, შურს ვიძიებთ!
მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ,- ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კიევის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმას. სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის მსხვერპლი ხალხში და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან მოიტანა ჩვენს მიწაზე! შურს ვიძიებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა: კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)