19:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 11:19:08, 1558 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, ცვივა რაკეტები, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს.

მისი თქმით, რუსები ანადგურებენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ დაკლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში.

„სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეა. 229 დღეა, ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან აღგვგავონ, გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზაპოროჟიეში საკუთარ სახლში სძინავთ, მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამუშაოდ მიდიან. 

უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, რაკეტები ცვივა. საუბედუროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები”,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქეში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics