16:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-08 12:21:19, 1190 ნახვა

პოლიტიკა
პესკოვი - შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც ყირიმის ხიდზე მომხდარ ფაქტს შეისწავლის

პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი ფაქტის გამო გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც მომხდარის მიზეზებს გაარკვევს და შედეგების აღმოფხვრაზე იზრუნებს.

"მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მიიღო მოხსენებები პრემიერ-მინისტრისგან, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელებისგან და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან და დაავალა შეიქმნას სამთავრობო კომისია მომხდარის მიზეზების გასარკვევად და შედეგების აღმოსაფხვრელად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია, საწვავის ავზი ყირიმის ხიდზე დღეს დილით აფეთქდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics